აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო - Palitra News

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

2022-02-18 12:24:09+04:00

აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთის აგრესიას გმობს. სენატორების რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს, მაგრამ მისი საშუალებით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად აფიქსირებს „ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ“ და „გმობს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას“ უკრაინის საზღვარზე.

„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა, რომელმაც, სენატორ ჯინ შაჰინთან და სხვა სენატორებთან ერთად, დოკუმენტი სენატს წარუდგინა.

რეზოლუცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, აშშ-ის მთავრობას დაავალოს, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი რუსეთისთვის „მნიშვნელოვანი ხარჯების“ დასაკისრებლად და „ევროპაში მშვიდობის აღსადგენად“.