აშშ-ის სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. ის ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში და სხვადასხვა წლებში საქართველოში ამერიკის საელჩოშიც მუშაობდა. ქვეყანას უკრაინაში ელჩი 2019 წლიდან არ ჰყავს, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევიდან მარი იო-ვანოვიჩი გაიწვია.