აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპისთვის ირანთან ომის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვას ისახავს მიზნად - Palitra News

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპისთვის ირანთან ომის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვას ისახავს მიზნად

2020-02-14 09:15:46+04:00

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. რეზოლუციას მხარი სენატის 55-მა წევრმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი წავიდა. მომხრეთა შორის 8 "რესპუბლიკელიც" იყო.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ინიცირების იდეა აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაღდადში აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანელი მაღალჩინოსანი ყასემ სულეიმანი გარდაიცვალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა.