აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა. მედიის ინფორმაციით, სენატმა ბარეტი 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
48 წლის ემი კონი ბარეტი მოსამართლის თანამდებობას უვადოდ დაიკავებს. მისი ფიცის დადების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო, რომელმაც ემი კონი ბარეტის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცებას შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანესი დღე უწოდა.
”ეს ამერიკისთვის, შეერთებული შტატების კონსტიტუციისა და სამართლიანი და მიუკერძოებელი კანონის უზენაესობისთვის მნიშვნელოვანი დღეა,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოფილიყო მიღებული.