ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
მედიის ცნობით, კანონპროექტი, თურქეთის მიერ, რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემების შეძენას და სირიაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება. მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მათი განცხადებით, შეერთებული შტატების კანონპროექტი გამოხატავს უპატივცემლობას თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილებების მიმართ.
"მსგავსი მცდელობები ანადგურებს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს. ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი აზრი, როცა ანალოგიური კანონპროექტი აშშ-ის წამომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ამჯერად სენატის მიერ მისი განხილვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიცია არ მოისმინეს", - განაცხადეს თურქეთის საგარეო უწყებაში.