სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, საქართველოს მთავრობის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტის სხვა პარტნიორები დაესწრნენ.
ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის, ქიმია/ბიოქიმიის და კომპიუტერული მეცნიერების დარგებში.
წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს, აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა 45% ქალია, რაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული, STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან საქმიანობს და ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებს სთავაზობს.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური სტემ კადრების მომზადება. სდსუ საქართველოს პროგრამებს უკვე ჰყავს 410 კურსდამთავრებული,
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ნაწილი დასაქმებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ნაწილი სწორედ სტუდენტობის პერიოდიდან გადის სტაჟირებას, ან მუშაობს ამაზონის, FB-სა და სხვა წამყვანი კომპანიებში.