ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მზარდამჭერებს გამოვიდნენ ქუჩებში და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვონ. სამშაბათის მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსდენი აირი გამოიყენა. აქციებზე გამოჩნდა სამხედრო მანქანებიც. ხუან გუაიდოს განცხადებით, ეს მადუროს წინაარმდეგ ბრძოლის ფინალური ეტაპია. ამასობაში, აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიკოლას მადურო მზად არის გაექცეს არეულობას და კუბაში გადავიდეს.
"ის მზად იყო სამშაბათს დილით გასამგზავებლად, როგორც ჩვენ გავიგეთ. თუმცა, რუსეთმა მიუთითა რომ დარჩენილიყო", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, თუმცა, სხვა დეტალებზე არ უსაბრია.
შეგახსენებთ, ხუან გუაიდომ რამდენიმე თვის წინ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, იგი აღიარა ვაშინგტონმა და კიდევ ათობით ქვეყანამ.