აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანა „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ დაუბრუნდება.
„შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარღვევებმა „ღია ცის შეთანხმებას“ ძირი გამოუთხარა. შეერთებული შტატები არ აპირებს ხელახლა შეუერთდეს მას იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არანაირი ზომები არ მიიღო, შეთანხმების პირობების დაცვას დაბრუნებოდა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეთანხმება ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა და მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შეთანხმებას უახლოეს მომავალში თავადაც დატოვებს.