აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად მოეპყრონ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ ისინი მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.