05:28
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთში არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია
21-09-2021

17-19 სექტემბრის დუმის არჩევნები რუსეთის ფედერაციაში ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ რუსეთის კანონებმა "ექსტრემისტული ორგანიზაციების", "უცხოელი აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი. „რუსეთის მთავრობის "ექსტრემისტული ორგანიზაციების", "უცხოელი აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ კანონების გამოყენებამ მკაცრად შეზღუდა პოლიტიკურ პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში. რუსეთის მთავრობის შეზღუდვებმა, რასაც წინ უძღოდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების მარგინალიზაციის მცდელობა, ასევე ხელი შეუშალა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და მის საპარლამენტო ასამბლეას არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას, რაც აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის,”- აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ 49.83 %-ით ლიდერობს.

AutoPlay
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ყირიმის ოქროს არტეფაქტების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
სიცილიაში წყალდიდობას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება მის მხარდამჭერებს არ ეძლევათ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თუ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს - გაერო
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები