მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 182 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 166 მილიონზე მეტი ადამიანი. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.3 მილიონი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.