თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურებბა, როგორც დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს დეპარტამენტი გმოს 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე.
ნედ პრაისის განცხადებით, საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ ძალადობის ჩამდენი პირები. მისი თქმით, ქართველებს უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები არაპოპულარულად ან საკამათოდ ითვლება.