აშშ-ის საელჩოს განცხადება, ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე მიუთითებს - ოპოზიცია - Palitra News

აშშ-ის საელჩოს განცხადება, ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე მიუთითებს - ოპოზიცია

2019-07-25 16:13:47+04:00

ოპოზიციიის წარმოადგენლები აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე მიუთითებს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აღნიშნავენ, საელჩოს განცხადებით დასტურდება, რომ ივანიშვილი და მმართველი გუნდი ანგარიშს არავის უწევს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს.

შეგახსენებთ, ამერიკის საელჩომ გამოქვეყნებულ განცხადებაში მთავრობის მხრიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გადაწვეტილებას შემაშფოთებელი უწოდა.

"ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით", - აცხადებენ საელჩოში.