აშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს. საელჩო საკუთარ თანამშრომლებს ურჩევს, სიახლეების გასაცნობად ადგილობრივ მედიას ადევნონ თვალყური. ამასთან საელჩო აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს მოუწოდებენ, ერიდონ საპროტესტო აქციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მზად იყვნენ მოსალოდნელი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებებისთვის. მოქალაქეებს აფრთხილებს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაც. სექცია რეკომენდაციას აძლევს საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.