აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საელჩოს განცხადებით, იგი ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ამასთან, საელჩო მოუწოდებს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. მათივე განცხადებით, ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.