აშშ-ის საელჩო დემონსტრაციასთან დაკავშირებით ამერიკის მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია რომ აქცია საელჩოსთან ხუთი წუთის სავალ მანძილზე მიმდინარეობს და პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ზომებს იყენებს. საელჩოს ინფორმაციით, სპორადული პროტესტი შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდეს.
აშშ-ს სამთავრობო შემადგენლობას მიეცა რეკომენდაცია, რომ მოერიდონ აღნიშნულ ლოკაციას ან ნებისმიერ ადგილს პოლიციელთა მომრავლებული რაოდენობით, რომელიც ხალხმრავალი შეკრებისა და პოტენციური ძალადობის მანიშნებელია.