14:57
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა
15-12-2020

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს. BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი - 232.

პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო. კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
„ამერიკის სულისთვის გამართულ ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დელავერში, მშობლიურ ქალაქ უილმინგტონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ამერიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ, ხალხმა, ხმა მივეცით. ჩვენი ინსტიტუტებისადმი რწმენა შენარჩუნდა. ჩვენი არჩევნების პატიოსნება ხელშეუხებელი დარჩა. ახლა დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, როგორც ეს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გაგვიკეთებია,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

AutoPlay
Pfizer-ის ხელმძღვანელმის თქმით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
8 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით ერთ კოალიციაში გაერთიანდა
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
პრემიერის ინფორმაციით, საქართველო "კორუფციის კონტროლის" კვლევაზე TOP 50 ქვეყნიდან 45-ე პოზიციაზეა
გამოქვეყნდა 57 წუთის წინ
ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
პანდემიის გამო, სიცოცხლის ხანგრძლივობა 2020 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბერლინს პირველი ქალი მერი ეყოლება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები