აშშ-ის რამდენიმე შტატში ტორნადოს 8 ადამიანი შეეწირა, ათობით კი დაშავდა. სამხრეთ შტატებში ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. ტეხასში ორი მცირეწლოვანი დაიღუპა მას შემდეგ რაც მანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ, მოგლეჯილი ხე დაეცა. მშობლები წინა სავარძლებზე იყვნენ და ისინი გადარჩნენ. დაღუპულები არიან მისისიპისა და ლუიზიანას შტატებშიც. სინოპტიკოსების განცხადებით, 11 ტორნადო დააფიქსირეს სამ შტატში, ახლა კი შტორმი აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ მიემართება.