აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი საავადმყოფოშია. მას წნევის პრობლემა აქვს, რაც ბოლო დროს რამდენიმე დაცემამ გამოიწვია. 95 წლის კარტერი ატლანტის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ჯიმი კარტერი აშშ-ის ყველაზე უხუცესი პრეზიდენტია. იგი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი კვირის მანძილზე იმყოფებოდა მენჯის მოტეხილობის გამო. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს ჯიმი კარტერი 1977-81 წლებში იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ 1979 წელს კარტერმა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელმა ლეონიდ ბრეჟნევმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.