აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან მელანია ტრამპთან ერთად, ინდოეთს ესტუმრა. პირველად პრეზიდენტი გუჯარათის შტატში, ქალაქ აჰმადაბადში ჩაფრინდა. ის ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად 100 000-იან სტადიონზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. მანამდე ტრამპი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად, მაჰათმა განდის ყოფილ რეზიდენციას ესტუმრა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის ქალაქ აგრაში ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობას - თაჯ მაჰალსაც მოინახულებს.