აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარს ეწვია, იგი ტეხასის შტატში რიო გრანდეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა. მას მესაზღვრეები ახლდნენ. თეთრი სახლის ლიდერმა საზღვარზე ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კედლის მშენებლობის აუცილებლობას და განაცხადა,რომ თუ კონგრესი არ დაეთანხმება ამ ინიციატიას და არ დააფინანსებს კედლის მშენებლობას, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. შეგახსენებთ მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის მშენებლობის გამო უთანხმოების შედეგად კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც უკვე 20 დღეა აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.