აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მორიგი სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სოციალისტი მთავრობის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მიზეზი ვენესუელაში ჰუმანიტარული ტვირთის დაბლოკვა და საზღვარზე მომხდარი შეტაკებები გახდა. როგორც ცნობილია, ბრაზილიის საზღვარზე გასულ უქმეებზე ვენესუელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა. აქტივისტები ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას ითხოვდნენ.