11:43
22 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აშშ-ის მშპ მეორე კვარტალში რეკორდულად, 32,9%-ით შემცირდა
03-08-2020

ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულად - 32,9%-ით შემცირდა. ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიაა. აღნიშნულის შესახებ ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

სპეციალისტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ვარდნა 34,7% იქნებოდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დიდი დეპრესიის დროსაც კი არ დაფიქსირებულა მშპ-ს ასეთი მკვეთრი ვარდნა.

როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ამჟამინდელი ვარდნა ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი ზომების გამო დადგა, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღეს. ამ ქმედებებმა კი გამოიწვია ისიც, რომ ასევე დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად დაფიქსირდა 14,7%-იანი უმუშევრობა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები