აშშ-ის მოქალაქეებს 2021 წლიდან შენგენის ზონაში მოსახვედრად ვიზები დასჭირდებათ. შენგენის ზონა 26 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზის გარეშე მოგზაურობენ.
2021 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) შევსება მოუწევთ.
სისტემის წყალობით, კონკრეტული პირის მონაცემები ავტომატურ რეჟიმში ევროკავშირის და ინტერპოლის ბაზაში შემოწმდება, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა აღნიშნულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. აღნიშნული ზომები ევროკავშირის საზღვრების უკეთ დაცვას ემსახურება. ევროპაში მოგზაურობისთვის ავტორიზაციის სისტემას სამწლიანი ვადა ექნება.