აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის 484 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
"როიტერსის" ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 388 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი - 5 წავიდა. აღნიშნული თანხიდან 321 მილიარდი აშშ დოლარი მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამას მოხმარდება, 60 მილიარდი - საგანგებო სესხის პროგრამას, რომელიც ასევე მცირე ბიზნესისკენ იქნება მიმართული, 75 მილიარდი - საავადმყოფოებს, 25 მილიარდი კი-კორონავირუსზე ტესტირების პროგრამას.
შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტი ორი დღის წინ აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა. ახლა პაკეტი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.