აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში" ედება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ათმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 232-მა კონგრესმენმა მისცა, 197 კი - წინააღმდეგი წავიდა. ამის შემდეგ, საკითხზე უკვე სენატში იმსჯელებენ. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.