აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ბაპტისტურ ეკლესიასთან ახლოს სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს. ქალაქის დასავლეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როდესაც ადგილობრივები პიკნიკზე იკრიბებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე უცნობია თავდასხმის მოტივი.