აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი ალექს აზარი თანამდებობას ტოვებს. მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში აზარი კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმად აფასებს და პრეზიდენტს ძალადობის ნებისმიერი ფორმის დაგმობისკენ მოუწოდებს. ალექს აზარი პირველი მინისტრი არ არის, რომელმაც კაპიტოლიუმზე მომხდარო თავდასხმის შემდეგ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჩედ ვულფმა, განათლების მინისტრმა ბეტსი დევოსიმ და ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ.