აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა და იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, სიკვდილით დასჯის პრაქტიკას გადახედოს. „იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფედერალურ სისხლის სამართლის სისტემაში ყველა არა მარტო შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით გარანტირებული უფლებებით სარგებლობდეს, არამედ სამართლიანად და ჰუმანურად მოექცნენ“, - აცხადებს გარლანდი მაღალი თანამდებობის პირებისთვის მიწერილ წერილში. განხილვის დასრულებამდე აშშ-ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა არ განხორციელდება.