06:49
19 სექტემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ის გენერალური პროკურორი - ტრამპის "ტვიტები" საქმის კეთების საშუალებას არ მაძლევენ
14-02-2020

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის "ტვიტები" მუშაობაში ხელს უშლის.

"ვფიქრობ, დროა შეწყდეს იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების შესახებ "ტვიტების" გამოქვეყნება. არ შემიძლია ჩემი საქმე მუდმივი კომენტარების ფონზე ვაკეთო, რომელიც ასე მაზიანებს", - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

უილიამ ბარის მტკიცებით, მასზე ზეგავლენას ვერავინ, მათ შორის პრეზიდენტიც, ვერ მოახდენს.

"ვერავინ დამაშინებს ან ზეგავლენას მოახდენს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კონგრესია, გაზეთის სარედაქციო საბჭო თუ პრეზიდენტი", - განაცხადა უილიამ ბარმა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მის სიტყვებზე რეაგირებას მოახდენს.

გენერალური პროკურორის კრიტიკა პრეზიდენტის რამდენიმე პოსტს მოჰყვა, რომელიც ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტსა და გენერალურ პროკურორს იმ საქმესთან დაკავშირებით მიუძღვნა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხება და რომელშიც მისი ყოფილი მრჩეველი და დიდი ხნის მეგობარი როჯერ სტოუნია ჩართული.

AutoPlay
პრეზიდენტი - საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
პირი, რომელმაც ადვოკატ რამიშვილს სატელიტური ფოტოები გადასცა, "პალიტრანიუსთან" მის სახლში მიმდინარე ჩხრეკას ადასტურებს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ტრამპი აშშ-ში TikTok-ისა და WeChat-ის გადმოწერას დაბლოკავს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ლინას ლინკევიჩუსი - ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ამირან გამყრელიძე - ინფიცირებულებს შორის ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, 13 კრიტიკულია
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები