აშშ-ის საფოსტო სამსახური აცხადებს, რომ ფოსტით ხმის მიცემისას შევსებული მილიონობით ბიულეტენი საარჩევნო ადმინისტრაციაში დასათვლელად, შესაძლოა, დროზე ვერ მივიდეს. BBC-ი წერს, რომ აშშ-ის ფოსტის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, თომას მარშალმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, შტატებში წერილები გააგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ „გარკვეული ვადები საფოსტო მომსახურების სტანდარტებთან შეუსაბამობაშია.“ ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის გამო 3 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ფოსტის საშუალებით ხმას, სავარაუდოდ, უპრეცედენტოდ ბევრი ამომრჩეველი მისცემს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ამ გზით ხმების გაყალბების შანსი იზრდება, რითაც მისი მეტოქე - ჯო ბაიდენი ისარგებლებს. პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის დისკრედიტაციით ტრამპი ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.