აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის მიემგზავრება და მოსკოვში უახლოეს კვირებში დაბრუნდება.
„მიმაჩნია, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩემს ახალ კოლეგებს პირდაპირ ვესაუბრო აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე. მოსკოვში უახლოეს კვირებში დავბრუნდები,“ - განაცხადა ელჩმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
მანამდე, გამოცემა Axios-მა ჯონ სალივანთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩი რუსეთის დატოვებას და ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის წასვლას არ გეგმავდა.
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, პასუხად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებდა.