აშშ-ის ელჩი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას და პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავენ - Palitra News

აშშ-ის ელჩი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას და პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავენ

2021-11-29 12:19:01+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ, ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას და პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავენ. ელჩი მოხარულია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა.