აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სკოლების გახსნის შესახებ ახალი რეკომენდაციები გასცა, რომლის თანახმადაც, კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების ძირითადი სტრატეგია პირბადეების ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვაა. რეკომენდაციებში ასევე ხაზგასმულია სასწავლო დაწესებულებების სისუფთავისა და პირადი ჰიგიენის დაცვის და კონტაქტების მოკვლევის აუცილებლობა. „ვთვლით, რომ თუკი ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტრატეგიების დაცვა მოხდება, სკოლებში ვირუსის გავრცელება შემცირდება და შეჩერდება,” - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ და აღნიშნა, რომ ცენტრი სკოლებს გახსნას არ ავალდებულებს.