აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან დასაცავად პირბადეების ტარების მითითებებს ცვლის და რეკომენდაციას უწევს. „ამერიკელებმა პირბადე რაც შეიძლება ხშირად უნდა ატარონ. პირბადე არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კოვიდ 19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მიმდინარე წლის მაისში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების ფონზე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს პირბადეების გარეშე სიარული შეეძლოთ, ივლისში კი უწყებამ რეკომენდაცია შეცვალა და ვაქცინირებულ ამერიკელებს იმ რეგიონებსა და ტერიტორიებზე, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.