23:55
30 ნოემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აშშ-ის ავიარეგულატორი Boeing 737 MAX-ზე ექსპლუატაციის ნებართვას ხვალიდან გასცემს
18-11-2020

შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო სამმართველო 18 ნოემბერს გეგმავს ნებართვა გასცეს Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაციაზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ავიამარეგულირებელი ლაინერის შემოწმების საბოლოო ეტაპზეა. უწყება, როგორც მოსალოდნელია, გასცემს რეკომენდაციას, პილოტების გადამზადებისთვის, განახლებული მართვის პროგრამის შესასწავლად.

მანამდე მარეგულირებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლაინერის შეფასების დასრულებას ნოემბრის შუა რიცხვებისთვის აპირებდნენ. აგვისტოში კი სამმართველომ კომპანიას მოუწოდა თვითმფრინავის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ცვლილებები შეეტანა.

შეგახსენებთ, რომ Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაცია ორი ავიაკატასტროფის შედეგად შეჩერდა. 2019 წლის 10 მარტს ეთიოპიაში Ethiopian Airlines-ის ლაინერის ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ანალოგიური მოდელის ლაინერით ავიაკატასტროფა განიცადა ინდონეზიის Lion Air-ის თვითმფრინავმა, შედეგად დაიღუპა 189 ადამიანი.

Boeing-ის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ლაინერების ჩამოვარდნის მიზეზი პროგრამაში ხარვეზი გახდა. ამის შემდეგ კი მსოფლიო ქვეყნების უმეტესობამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ ლაინერების გამოყენებაზე უარი თქვეს.

AutoPlay
Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 2021 წლის დასაწყისში ჩაუშვებს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
იაპონელებს მთავრობა ელექტრომობილების შესაძენად ფულს გადაუხდის
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
2020 წელს მსოფლიოში 1000-ზე მსხვილი კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
იანვარ-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა, ხოლო გათხევადებული აირების - გაიზარდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 14%-ით, საექსპორტო ფასი კი 4%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები