აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ვაზიანში სტუმრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო. IV მექანიზებული ბრიგადის შტაბში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სტრუქტურების ორმხრივ თანამშრომლობას. მოგვიანებით ამერიკელი გენერალი ვაზიანის სასროლეთზე გაემართა და მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2017" სასწავლო უბნები მოინახულა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა.