აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას თქმით, ჯო ბაიდენმა წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აშშ-ის დემოკრატიის დელეგიტიმიზაციას ახდენს.
„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი არა მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის, არამედ ზოგადად დემოკრატიის დელეგიტიმიზაციისკენ და ეს ძალიან სახიფათო გზაა,“- განაცხადა ობამამ CBS News-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, განსაკუთრებით აშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ საკითხში ტრამპს მხარს სხვა რესპუბლიკელებიც უჭერენ.