აშშ იაპონიას თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს. დონლად ტრამპმა ოფიციალურ ტოკიოს იაპონიაში ამერიკელი სამხედროების დარჩენის მიზნით ხარჯების გაოთხმაგება სთხოვა.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად ტოკიო იაპონიაში მყოფი 54 000 ამერიკელი ჯარისკაცისთვის 2 მილიარდ დოლარს იხდის, ტრამპს კი ამ ხარჯების 8 მილიარდამდე გაზრდა სურს.
აშშ-სა და იაპონიას შორის არსებული შეთანხმება 2022 წელს იწურება, რა დროისთვისაც თავდაცვისთვის გათვალისწინებული ხარჯები 2 მილიარდ დოლარს არ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ აშშ თავდაცვის ხარჯების გაზრდას სამხრეთ კორეასაც სთხოვს. დღესდღეობით სამხრეთ კორეაში 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ტრამპის თქმით, ოფიციალურმა სეულმა სამხედრო დაფინასება ხუთჯერ უნდა გაზარდოს.