ამერიკის შეერთებული შტატები ჩინური ტელესაკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ტექნოლოგიურ ბლოკადას წყვეტს. ტრამპმა კომპანიის ტექნოლოგიური პროდუქციის გაყიდვის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, Huawei-სთვის სრული ამნისტია არ გამოუცხადებიათ. მათი ცნობით, ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო დროებით აღუდგენს რამდენიმე ლიცენზიას საერთო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების განახლებაზე. მაგალითად, ცალკეული მიკროპროცესორების მწარმოებელი ამერიკული კომპანიები, რომლებიც უპრობლემოდ ყიდიან საკუთარ პროდუქციას სხვა ქვეყნებში, ამ პროდუქტს ჩინელებსაც მიჰყიდიან.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კომპანია „ჰუავეი“ შავ სიაში შეიყვანა და განაცხადა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.