02:09
4 ივლისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აშშ ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე საბაჟო ტარიფს გაზრდის
18-02-2020

მიმდინარე წლის 18 მარტიდან შეერთებული შტატების ხელისუფლება 15%-მდე გაზრდის ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე საბაჟო ტარიფს. აღნიშნულის შესახებ საუბარია, სავაჭრო საკითხებში ამერიკის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადებაში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ Airbus-ში. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ავნებს თავად ამერიკულ ავიაკომპანიებს. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ შტატები საკუთარ პოზიციას შეიცვლის.
როგორც ცნობილია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟმა 2019 წლის ნოემბერში ამერიკულ მხარეს უფლება მისცა ევროპიდან იმპორტირებულ 7 მილიარდ 5 მილიონი დოლარის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები გაეზარდათ, იმის გამო, რომ ევროკავშირმა არ შეასრულა მანამდე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც კორპორაცია Airbus-ის სუბსიდირებას ეხებოდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები