ირანის მიერ ერაყში, აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასი 5 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.
კერძოდ, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა, ერთი ბარელი WTI-ის ნავთობის ფასი კი 4.7% პროცენტით გაიზარდა და 65.65 დოლარი შეადგინა.
თავდასხმებმა გავლენა იქონია სხვა აქტივებზეც, მაგალითად, ერთი უნცია ოქროს ფასმა 1,600 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.