20:57
9 მაისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აშშ დამატებით 22 ათას სამუშაო ვიზას გასცემს
22-04-2021

შრომის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით 22 ათასი დროებითი სამუშაო ვიზა გასცეს. ამის შესახებ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

მათივე ცნობით, საუბარია H-2B ტიპის ვიზაზე, რომელიც გაიცემა არასოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებზე. დამატებითი ვიზები კი, მომდევნო თვეების განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი.

ამასთან, ამ 22-ათასი ვიზიდან 6 ათასი დარეზერვებულია გვატემალას, ჰონდურასისა და სალვადორის მოქალაქეებისთვის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები