ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია სავაჭრო ურთიერთობებში ხელშეკრულების ერთიან პოზიციებზე შეთანხმდნენ.
იაპონური გამოცემა „ნიკეის“ ინფორმაციით, ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის წლის ბოლომდე გაფორმდება. სააგენტოს ცნობით, იაპონია დათანხმდა ამერიკიდიან იმპორტირებულ ღორის და საქონლის ხორცზე საბაჟო ტარიფები დაბლა დაწიონ. ხოლო თავის მხრივ შტატები იაპონურ ავტომობილებზე 2,5%-იან ტარიფებს აღარ დააწესებენ.
ცნობისთვის, იაპონიამ და ამერიკა სავაჭრო საკითხების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აპრილში დაიწყეს. ამ დრომდე ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არ მოქმედებს.