შერთებული შტატები და ჩინეთი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, შტატები ტარიფების ნაწილს ძველ დონეზე დააბრუნებს, ჩინეთი კი ეკონომიკაში სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს და ამერიკული პროდუქციის ნაწილზე, ტარიფებს ძველ დონეზე დააბრუნებს.„უოლ სტრიტ ჯურნალი“ წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის შეთანხმების ხელმოწერა იმ სამიტზეა მოსალოდნელი, რომელიც სავარაუდოდ, 27 მარტს გაიმართება.რვათვიანი სავაჭრო ომის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე გაზარდეს ტარიფები, რის პასუხადაც, ჩინეთმა გაზრდილი ტარიფები, 110 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციაზე შემოიღო. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ურთიერთობათა უკიდურესად დაძაბვამ, ფინანსური ბაზრები შეარყია, მოშალა მრეწველობაში ჩამოყალიბებული მომარაგების არხები და მკვეთრად შეამცირა შეერთებული შტატების სასოფლო პროდუქციის ექსპორტი.