აშშ-ის სენატი გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ში ჩართულ კომპანიებს სანქციებს უმზადებს.
აღსანიშნავია, რომ სანქციები შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ. მედიაში გავცელებული ინფორმაციით, კანონპროექტს სენატორები 21 მაისს განიხილავენ. აშშ-ში ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ევროპა კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსულ გაზზე, რასაც რუსეთი საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით რუსეთი ევროპაში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელია.