აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, სტივენ ბიგუნი მომავალ კვირაში იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გაემგზავრება. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის აღნიშნული ქვეყნების მთავრობებთან ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის შესახებ ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლების მზადყოფნას გამოთქვამს. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში რაკეტები რამდენჯერმე გამოსცადა. ამით ოფიციალურმა ფხენიანმა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი ყოველწლიური სამხედრო წვრთნები გააპროტესტა.