ვაშინგტონი ჩინეთიდან იმპორტირებულ 200 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე აქამდე არსებულ 10%-იან გადასახადს 25%-მდე გაზრდის. ახალი საბაჟო ტარიფები 10 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისივე თქმით, დამატებით 325 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე ტარიფის გაზრდა ახლა არ მოხდება, თუმცა დროთა განმავლობაში საბაჟო ტარიფი 25%-მდე მათზეც გაიზრდება.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა პროცესი ძალიან ნელა მიდის.