მსოფლიოს ორმა უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ ერთმანეთს ახალი, გაზრდილი საბაჟო ტარიფები დაუწესა.
1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა თეთრი სახლის განკარგულება ახალ საბაჟო ტარიფებზე, რომელიც ჩინეთიდან იმპორტირებულ 112 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე 15%-იან ზრდას ითვალისწინებს, ხოლო ამ ტარიფების მეორე ნაწილი 15 დეკემბრიდან ამოქმედდება.ამის პასუხად ამერიკიდან იმპორტირებულ 75 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე ჩინეთმაც 10%-იანი საბაჟო ტარიფი აამოქმედა, მეორე ნაწილი კი - 15 დეკემბერს ამოქმედდება და ის 25 და 5 პროცენტით განისაზღვრება.
როგორც ცნობილია, ჩინეთი და შეერთებული შტატები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ დაარეგულირონ სავაჭრო ურთიერთობები, თუმცა, უშედეგოდ. ბოლო ასეთი მცდელობისთვის შეხვედრების მორიგი რაუნდი შანხაიში 30-31 ივლისს გაიმართა.