ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება, რომ დიდი ოცეულის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ ჩინეთი ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მასიურ შესყიდვას დაიწყებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს ხელძღვანელმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, ჩინეთი და შტატები სავაჭრო საკითხების მოგვარებისთვის მოლაპარაკებებს წლის დასაწყისიდან აწარმოებდნენ, თუმცა მაისში ქვეყნები ჩიხში შევიდნენ. ამის ფონზე კი ვაშინგტონმა გადაწყვიტა 10 მაისიდან ამერიკაში იმპორტირებულ 200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი 10%-დან 25%-მდე გაეზარდა. დონალდ ტრამპმა ამავდროულად გასცა ბრძანება, დამატებით 300 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფების გასაზრდელადაც დაეწყოთ მომზადება. თუმცა, აღნიშნულის გადავადება კონკრეტული ვადის დასახელების გარეშე მოხდა.